დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე - სუამის ფორმატში თანამშრომლობა სახელმწიფოებისთვის ევროპასთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია
ავტორი:
2013/დეკემბერი/01 20:30:02
სუამის ფორმატში თანამშრომლობა სახელმწიფოებისთვის ევროპასთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სუამი აერთიანებს ოთხ სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, რომელთაც თავის მხრივ არჩეული აქვთ ევროპისკენ ინტეგრაცია და ჩართული არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.
აბაშიძის განცხადებით, სუამი, როგორც 4 სახელმწიფოს ერთობა, აქტიურად თანამშრომლობს ბალტიისპირეთის ასამბლეასთან, ბენელუქსის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ჯგუფთან. მისივე ცნობით, იგეგმება აქტიური ურთიერთობების დაწყება სკანდინავიის ქვეყნების გაერთიანებასთან.
ხვალ თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეექვსე სხდომა იმართება. სხდომაში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციების გარდა მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციები. მიწვეული არიან უმაღლესი პირები. ამჟამად საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა, თუმცა რიგით მეექვსე სხდომაზე როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა მომდევნო ქვეყანას გადაეცემა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია