დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, იარაღის შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდეს
ავტორი:
2014/სექტემბერი/05 14:00:03
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იარაღის შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდეს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პრემიერმა კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ვრცლად ისაუბრა.
"მე მივესალმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამკაცრდეს იარაღის შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით კანონი. უკვე ძალიან ბევრი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანების დაკავება, რომლებიც იარაღით გადაადგილდებიან, მერე ხდება სასამართლოს მიერ მათი გამოშვება საპროცესო შეთანხმების შედეგად. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა გამკაცრდეს კანონი", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავრობამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კრიმინალი შემცირდეს, თუმცა ის, რომ კრიმინალი ყველგან ხდება, ეს ყველამ ვიცით. კალაძის თქმით, კრიმინალი ხდება ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც საქართველოზე დიდი დემოკრატიაა და უფრო განვითარებული ქვეყნებია.
"ვფიქრობ, ის რომ საქართველო პირველ ადგილზე იყო ევროპაში პატიმრების რაოდენობით, მე მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს და იუსტიციის მინისტრებს იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გაამკაცრებისკენ მოუწოდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია