დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 20:30:02
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საპარლამენტო დელეგაციაში არიან პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იოსებ ჩახვაშვილი.
მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანისთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალაედინ ბორუჯერდისთან, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ირევანისთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმფურთან.
საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, შეხვედრებზე საუბარი, ძირითადად, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ეხებოდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები განხილეს.
ირანის რეპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია