დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/02 22:00:02
ბრიუსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ევროპარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრებზე ყურადღება საქართველო-ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე აღინიშნა და მნიშვნელოვნად შეფასდა ის კონტრიბუცია, რასაც ქართველი სამხედროები ავღანეთსა და ახლა უკვე ცენტრალურ აფრიკაში ახორციელებენ.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებში საქართველოსა და ევროპარლამენტის ხედვები და მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, ეს კი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის სრულ საფუძველს გვაძლევს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში 5 შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი ასევე უკრაინის საკითხს და მთლიანად რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ რაც ხდება დღეს უკრაინაში რეგიონის უსაფრთხოებისთვის გადამდები არ უნდა იყოს და ყველამ მაქსიმალური, ერთიანი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნატალი საბანაძეც დაესწრო.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს ხვალაც გამართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია