დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის
ავტორი:
2018/თებერვალი/17 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478815-mikheil-janelidze-saqarthvelo-da-ashsh-gaagrdzeleben-strategiul-partniorobis-gaghrmavebas-qveynis-ganvitharebisa-da-regionis-stabilurobisthvis.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითა...", "datePublished": "2018-02-17 11:03:35", "dateModified": "2018-02-17 11:03:35", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, საქართველოს და აშშ-ს მხარე იმუშავებს იმისთვის, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარი იყოს.

„ორივე მხარე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო მყარი და ემსახურებოდეს, როგორც საქართველოს გაძლიერებას, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ასევე ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რაც მინისტრის თქმით, გამოიხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობაში, შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა - ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს სამიტსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოხატული იქნა გასული წლის განმავლობაში შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და შესაბამისი ქმედებებით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს წარმატების მომტანი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია