დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება სამართალდამცავ ორგანოებზე გავრცელდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 13:30:02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა და დღეიდან მისი მანდატი სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე ვრცელდება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ინსპექტორი კერძო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს 1 ნოემბრიდან განახორციელებს.
მათივე ცნობით, საზედამხედველო ორგანოს ლეგიტიმაციის გაზრდის მიზნით, შეიცვალა ინსპექტორის დანიშვნის წესი, მომდევნო ინსპექტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატიდან, ხოლო კანდიდატებს სპეციალური კომისია შეარჩევს.
საკანონმდელო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და გაიზარდა მათი დაცვის გარანტიები, შეიზღუდა და გამკაცრდა გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი, დაიხვეწა ვიდეოთვალთვალის რეგულირება, ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება შეიზღუდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწასაც, 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ ინსპექტორის აპარატს.
საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს მიიღო 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია