1 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერკი ტუომიოა ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრას გამართავს. მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს შეხვდება, ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს.
წყარო:
interpressnews.ge