დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდა, ქეთრინ ეშტონი კი ფედერიკა მოგერინმა შეცვალა
ავტორი:
2014/აგვისტო/30 23:00:02
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა გადაიბარა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ჰერმან ვან რომპეიმ დაწერა.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილება ის არის, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონს თანამდებობაზე იტალიელი ფედერიკა მოგერინი შეცვლის.
"ცენსორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ევროსაბჭოს ექს-პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ დაწერა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია