დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ხვალ, 14:00 საათიდან დაიწყება
ავტორი:
2013/ნოემბერი/19 21:30:02
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა პარლამენტში ხვალ, 14:00 საათიდან დაიწყება.
სწორედ ამ დროიდან იწყება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენები. დღის ბოლოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის.
ზოგადად, ხვალინდელი სესია 11:00 საათზე განახლდება. სხდომა კენჭისყრებით დაიწყება. კენჭსაყრელად ის 74 კანონპროექტი გადის, რომელიც პარლამენტმა გასული კვირის სხდომაზე განიხილა. კენჭისყრების შემდეგ დაგეგმილია შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ, 14:00 საათიდან მთავრობის მოსმენა.
სამთავრობო პროგრამას პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. მისი გამოსვლა დეპუტატების კითხვა-პასუხით და გამოსვლებით გაგრძელდება.
მთავრობას პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრვალესობით ამტკიცებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია