დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას კანონდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს უწოდებს
ავტორი:
2014/აგვისტო/30 21:30:02
"ქართული ოცნების" ერთი-ერთი ლიდერი ეკა ბესელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების დაწყებას კანონდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ განუცხადა, არსებობს პროცედურა, რომელიც საქართველოს კანონდებლობით არის გათვალისიწნებული.
"ჯერ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება დაპატიმრების შესახებ, შემდეგ ხდება ძებნის გამოცხადება ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის პირველი პროცედურა, შემდგომ ეტაპზე ხდება უკვე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესაბამისი პროცედურების დაწყება. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, რომელიც კანონდებლობითაა გათვალისწინებული. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით მაშინვე, როგორც კი ჩვენმა ოპონენტებმა დაიწყეს ქილიკი, რომ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა ძებნა და მაშინვე განვმარტეთ, რომ კანონდებლობა ითვალისწინებს ასეთ ეტაპობრივ გადასვლას და დანარჩენი პროცედურები პროკურატურის მიერ არის ზუსტად გასავლელი", - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, პროკურატურა ყველა პროცედურას კანონის შესაბამისად გაივლის.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თურქეთში გამოჩენამ გამოიწვია, ბესელია აცხადებს, ოპონენტები ამ ფაქტს პოლიტიკური განცხადებისთვის იყენებენ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურამ განცხადება დღეს გააკეთა.
"მიხეილ სააკაშვილზე, როგორც იცით, გამოცხადებულია შიდა ძებნა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროცედურები საერთაშორისო ძებნაზე, მიხეილ სააკაშვილის ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.
მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მიხეილ სააკაშვილი დღეს თურქეთში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია