დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ავტორი:
2014/აგვისტო/27 21:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრ მარკ რუტეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრების საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის. მანვე კმაყოფილებით აღნიშნა ნიდერლანდელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი და განაცხადა, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, უკრაინის კრიზისს. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს უელსის სამიტზე და გამოთქვეს იმედი, რომ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს სექტემბრის თვეში შეხვდებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია