დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიკა დათუკიშვილი - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატებისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ
ავტორი:
2018/თებერვალი/22 09:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/datukishvilimarika.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479570-marika-dathukishvili-saqalaqo-samsakhurebis-khelmdzghvanel-postebze-tsardgenili-kandidatebisgan-verc-erth-kithkhvaze-pasukhi-ver-mivigheth.html", "headline": "მარიკა დათუკიშვილი - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატებისგან ვერც ერთ ...", "datePublished": "2018-02-22 05:17:19", "dateModified": "2018-02-22 05:17:19", "description": "მთავრობის წევრების ამ კანდიდატებს ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დავუჭირეთ ბევრი რამის გამო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/datukishvilimarika.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის წევრების ამ კანდიდატებს ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დავუჭირეთ ბევრი რამის გამო, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა გუშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი საქალაქო სამსახურების წარდგენილ სამ კანდიდატს, არის ის, რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღეს პასუხი.

"რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა იმ პერიოდში, როცა უჩა მამაცაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონდომებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საყდრისი აფეთქდა, ამასთან დაკავშირებით რუსუდან მირზიკაშვილს მისი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. მას აქვს არაჩვეულებრივი „სივი“, პროფესიული გამოცდილება, მაგრამ რამდენად პრინციპულია, რამდენად აღუდგება წინ ბიძინა ივანიშვილის მზარდ მოთხოვნებს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ასე ხელყოფას, გუდიაშვილის ქუჩის გადაკეტვას, ხელოვნების მუზეუმის ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადასვლას. ჩვენ გვაინტერესებდა მის პრინციპულობასთან დაკავშირებით გამოგვეტანა დასკვნები, რისი შესაძლებლობაც მან არ მოგვცა, რადგან კითხვებზე პასუხი არ გაგვცა. რაც შეეხება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს, მასთანაც გვქონდა ბევრი კითხვა, ის მოიქცა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც ჩვენ ფრაქციის სხდომაზე დავიბარეთ და არ გამოცხადდა. მან ისიც არ იცის, რომ ამით კანონი დაარღვია. შევახსენეთ ამ კანონის არსი და მისი უფლება-მოვალეობები, მაგრამ ის არ აპირებს შემდგომში გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუჭერთ მხარს", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია