დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობამ საქართველოდან უცხოელის გაძევების წესი დაამტკიცა
ავტორი:
2014/აგვისტო/26 14:30:02
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოდან უცხოელის გაძევების წესი დაამტკიცა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველო, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, აგრძელებს სვლას იქითკენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი მოქალაქე ქვეყნიდან ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში გააძევონ.
"უკანონოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელების გაძევების წესი მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ააშენა თანამედროვე დროებითი განთავსების ცენტრი თბილისში. აქ მოთავსდება ყველა უცხოელი, ვინც გაძევების კანდიდატია, მაგრამ მათი უფლებები იქნება დაცული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, როდესაც პირი გაძევების კანდიდატი გახდება, ამის შესახებ მას ეცნობება და ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მიეცემა. ასეთ პირს საქართველოს ტერიტორიაზე კანონის დაცვით შემოსვლის უფლება შემდგომშიც ექნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია