დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა
ავტორი:
2018/მაისი/02 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_70a24.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491081-irakli-kobakhidze-am-khuthtsliani-moghvatseobidan-ver-gavikhsenebth-verc-erth-konkretul-epizods-sadac-prezidenti-gamaerthianeblis-rolshi-gamovida.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზი...", "datePublished": "2018-05-02 16:31:13", "dateModified": "2018-05-02 16:31:13", "description": "საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, კონსტიტუციის და ინსტიტუტებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_70a24.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, კონსტიტუციის და ინსტიტუტების გარანტია, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთს და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, - ამის  შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ამ ხუთწლიანი საქმიანობიდან, მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა“.

„თუმცა, ამის საპირისპიროდ იყო არაერთი გამოსვლა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის და დაპირისპირების ინიციატორი, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ამ ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში და ესეც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და ბოლო მოვლენებში, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც და გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც ასევე ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მარგველაშვილის მოღვაწობის სამწუხარო მოვლენა იყო ე.წ. კინკლაობა და დღესაც მისი მოქმედება იყო ამ სამწუხარო პრაქტიკის კიდევ ერთი გაგრძელება.


თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაწეული ხარჯები ფუფუნების შექმნისკენ არის მიმართული
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია