დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში უვიზო რეჟიმი 94 ქვეყნისთვის იმოქმედებს
ავტორი:
2014/აგვისტო/26 12:00:02
საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, წინასწარი ინფორმაციით, 24 ქვეყანას გაუუქმდა. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის , გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.
აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს, მაშინ როდესაც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პურთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა.
იმ ქვეყნების სიას, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედება.
ცვლილებების მიტებგამდე ზემოაღნიშნული 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოთ ყოფნა შეეძლოთ. იმ ქვეყნების სია კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული. ასეთ სახელმწიფოთა მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად - 360 დღისა.
თუკი აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ახლა ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევეში" გაიცემა, ხოლო ამ "განსაკუთრებულ შემთხვევებსაც" მთავრობა დაადგენს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია