დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - არ შემიძლია, რომელიმე მინისტრზე უკმაყოფილება გამოვთქვა
ავტორი:
2014/ივლისი/21 12:00:03
მე, პირადად, არ შემიძლია რომელიმე მინისტრზე რაიმე უკმაყოფილება გამოვთქვა, იმიტომ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში და ვითარების გათვალისწინებით ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა , თინა ხიდაშელმა ბათუმში ჟურნალისტებს მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლების თემის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა, უფრო დეტალურად კი, პარლამენტში მოსმენების დროს გახდება ცნობილი.
"ვფიქრობ, რომ პრემიერმა განმარტა მიზეზები, დანარჩენს უკვე პარლამენტში რომ მოვა მთავრობა, მოსმენების დროს ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ. მე პირადად, არ შემიძლია რომელიმე მინისტრზე რაიმე უკმაყოფილება გამოვთქვა, იმიტომ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში და ვითარების გათვალისწინებით ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ. ამიტომ, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება საუბარი", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია