დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში სპეციალური სუბიექტის შესახებ ნორმის შემოტანა იგეგმება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს შეეხება
ავტორი:
2018/მარტი/19 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/mdinaradze-mamuka.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483831-girgvlianis-shestsorebebis-farglebshi-specialuri-subieqtis-shesakheb-normis-shemotana-igegmeba-romelic-sakhelmtsifo-politikur-thanamdebobis-pirebs-sheekheba.html", "headline": "„გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში სპეციალური სუბიექტის შესახებ ნორმის შემოტანა იგეგმება, რომელიც ...", "datePublished": "2018-03-19 17:44:02", "dateModified": "2018-03-19 17:44:02", "description": "ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში, სპეციალური სუბიექტის შესახებ ნორმის შემოტანა იგეგმება, რო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/mdinaradze-mamuka.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ე.წ. „გირგვლიანის შესწორებების“ ფარგლებში, სპეციალური სუბიექტის შესახებ ნორმის შემოტანა იგეგმება, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს შეეხება. სპეციალური სუბიექტის შესახებ მუხლი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება. მისივე თქმით, ცვლილებების ფარგლებში სანქციები იქნება.

„გირგვლიანის შესწორებების“ მიღება ისეთი დანაშაულების პრევენციას უზრუნველყოფს, რომელსაც წინა ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ამასთან, ცხადია, აღნიშნულ ცვლილებებს უკუქმედების ძალა არ ექნება და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშულებზე არ გავრცელდება. თუმცა, კანონს აუცილებლად ექნება პრევენციის მიზანი“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და პარლამენტს პროექტი განსახილველად წარედგინება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია