დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯოზეფ ბაიდენთან ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა
ავტორი:
2014/აგვისტო/23 22:00:03
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, საუბრის დროს მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოში მიმდინარე პროცესები.
"მინდა მადლიერება გამოვხატო ბატონი ბაიდენის მისამართით, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ის მიღწევა, რომელიც ჩვენ შევძელით ამ ძალიან მოკლე დროში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სრული მზადყოფნაა, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ საიმედო დასაყრდენი ამერიკისთვის ამ რეგიონში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია