დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი 26 ათასზე მეტ ახალგაზრდას სტუდენტობას ულოცავს
ავტორი:
2014/აგვისტო/23 16:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 ათასზე მეტ ახალგაზრდას სტუდენტობას ულოცავს. "დღეს გამოცხადდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტების მორიგი ნაკადი შეემატა - 26 ათასზე მეტი ახალგაზრდა სტუდენტი გახდა.
ყველა პირველკურსელს გილოცავთ ამ წარმატებას. ვიცი, ეს როგორი სიხარულია, დღესაც კარგად მახსოვს ის ემოცია, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას მქონდა.
თქვენს ცხოვრებაში ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი - თქვენ უნდა მიიღოთ ცოდნა და განათლება და ამასთან ერთად უნდა ჩამოგიყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გარეშეც შეუძლებელია, ნამდვილ მოქალაქედ იქცე. განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო.
მთელი ჩვენი მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის განათლება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სექტემბერში იწყება სწავლა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში და ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტით და ინიციატივით შევხვდებით ახალ სასწავლო წელს.
ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს. მთავრობა კი, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს სწავლასა და განვითარებაში", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია