დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ავტორი:
2014/აგვისტო/22 18:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებზე, ჩატარებულ არჩევნებსა და რეგიონში არებულ ვითარებაზე ესაუბრა.
ჯოზეფ ბაიდენმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
"საუბარი ასევე შეეხო ასევე ნატო-ს უელსის სამიტს და საქართველოს წვლილს ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში, რისთვისაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს, როგორც რეგიონში ძლიერი მოკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც იდგეს ამერიკის გვერდით, როგორც მეგობარი ქვეყანა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით"-ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია