დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ჩინური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/21 11:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იმ ჩინელ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო ტურს - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" გადიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის მონაწილეები საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდნენ. გიორგი მარგველაშვილს მათ ამ პროექტის დეტალები გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, ჩინელმა ჟურნალისტებმა ქვეყნის პირველ პირთან ინტერვიუც ჩაწერეს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტგამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ჩინურენოვანი მოსახლეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა.
საავტომობილო ტური "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ისტორიული აბრეშუმის გზის სათავიდან, ჩინეთის ქალაქ სიანში აიღო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია