დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი
ავტორი:
2018/მარტი/12 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482468-mamuka-mdinaradze-zhenevis-formatis-rangis-amaghleba-aris-misasalmebeli.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი", "datePublished": "2018-03-12 08:19:57", "dateModified": "2018-03-12 08:19:57", "description": "ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/mdinaradze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟენევის ფორმატის ცვლილების შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატი იმისთვის, რომ დეოკუპაციის გზაზე ვიყოთ თამამები და ვიცოდეთ, რომ ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჟენევის ფორმატის რანგის ამაღლება არის მისასალმებელი და თუ ეს ფორმატი გამოყენებული იქნება უფრო ქმედითად, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მომტანი ამ გზაზე", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გახმოვანებული მესიჯები მეტყველებდა იმას, რომ მაღალ რანგში აყვანა და უფრო ქმედითი ხასიათის მიცემა ამ ფორმატისთვის არის მოსალოდნელი და ეს მზაობა უკვე დაფიქსირებულია.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს რუსეთს ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის ნამდვილად ვერ იტყვის რისთვის არის, ან არ არის ამ ეტაპზე მზად ოკუპანტი ქვეყანა.

"ჩვენ გვაქვს სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა ზოგადად დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, გვაქვს სწორი ხედვა ამასთან დაკავშირებით და თუკი რომელიმე ფორმატი ჩვენ ამ საკითხების სწორად გადაწყვეტაში გამოგვადგება, ჩვენთვის ნებისმიერი ფორმატი მისასალმებელი იქნება და მათ შორის, მისასალმებელია ჟენევის ფორმატისთვის მნიშვნელობის მინიჭება უფრო მაღალ რანგში", - განაცხადა მდინარაძემ.

უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატი თავიდანვე არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია