დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/20 17:00:02
თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს , კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხზე იმსჯელეს.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შპს "თბილქალაქგანათების" შპს "სინათლის ქალაქით" ჩანაცვლების საკითხითა და ათეულობით თანამშრომლის გათავისუფლებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში განცხადება შევიდა.
"თბილქალაქგანათების" ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს საკითხის შესწავლასა და თანამდებობეზე დაბრუნებას სთხოვენ.
როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ვასილ შაყულაშვილმა აღნიშნა, 2010 წელს ტენდერი არასამართლიანად ჩატარდა, რის შედეგადაც ,,თბილქალაქგანათება"" შპს ,,სინათლის ქალაქმა" ჩაანაცვლა და 30-მდე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. მისივე თქმით, თანამშრომლებმა გათავისუფლების შესახებ განცხადებები ზეწოლის შედეგად დაწერეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის განცხადებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ვლინდება საეჭვო გარიგებები, ამიტომ შესაძლებელია საქმე გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნოთ.
გულიკო ზუმბაძეს დაეთანხმა ამავე კომისიის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძეც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევია და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ადამიანები სამსახურებში უნდა აღადგინონ.
დღესვე დეპუტატებმა შპს "თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს" მომსახურე პერსონალის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან მუნიციპალიტეტის საკუთრების ბალანსზე გადაყვანის შესახებაც იმსჯელეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, აღნიშნულმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ საავადმყოფოს სერვისი ვერ გაუმჯობესდა.
დეპუტატებმა დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსა და მერიის სოციალურ სამსახურს კომპეტენტური დასკვნის მომზადება და საკრებულოსთვის დეტალური ინფორმაციის გადმოცემა მოსთხოვეს.
სხდომის დასასრულს რეჟისორ გოგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თბილისის ქუჩებში არსებულ ანტისანიტარიას ასახავდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია