დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირის წარმომადგენლები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფირიება
ავტორი:
2014/აგვისტო/19 18:30:02
მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევროკავშირისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ევროკომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა ბერკეტით. ამის შესახებ ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნ ლანგის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელმარ ბროკისა და ევროპის პარლამენტის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება ელმარ ბროკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მკაცრად გმობენ რუსეთის მიერ რეგულარულად შემოღებულ უკანონო ვაჭრობის შეზღუდვებს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ ორი წლის განმავლობაში, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრის ვალდებულებებს.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეები მიესალმებიან ევროსაბჭოს 29 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყირიმის უკანონო ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ეკონომიკური ზომების შემოღებასთან დაკავშირებით.
"რუსეთმა საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ნებისმიერი სახის მასალებით მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მხარეები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის მიერ 6 აგვისტოს, პოლიტიკურად მოტივირებული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავას სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ნედლეულისა და საკვების იმპორტს და, რომელიც უკავშირდება ევროკავშირსა და მის მოკავშირეებს.
"ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ სანქციებმა ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიულ მრეწველობაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე ევროკავშირის ფარგლებში. ამიტომ მოვუწოდებთ კომისიას, დაუყოვნებლივ შემოიღონ ეფექტური და გამიზნული ზომები ამ ნეგატიური შედეგების მნიშვნელოვნად შემცირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია