დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - დღევანდელ ხელისუფლებას არც გამბედაობა და არც დამოუკიდებლობა არ ჰყოფნის
ავტორი:
2014/დეკემბერი/09 13:00:02
თუ ხელისუფლება ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს სვამს, სანაცვლოდ, საინტერესოა, რას გვთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დიდი ილუზიით არასდროს ყოფილა განწყობილი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ასეთი ფორმატის შენარჩუნების მომხრეა.
"რაც მეტი იქნება შესაძლებლობა საუბრის, უმჯობესია. რეალურად პრობლემების მოგვარებას რაც შეეხება, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე ფაქტო ხელისუფლებებთან, პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე. ამისთვის დღევანდელ ხელისუფლებას არც გამბედაობა და არც დამოუკიდებლობა არ ჰყოფნის და შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირ პროგრესს არ ველოდები", - განაცხადა ბურჯანაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია