დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა თადუმაძე - მოსაზრება, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება
ავტორი:
2014/აგვისტო/19 12:30:02
მოსაზრება, თითქოსდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ "თავდაცვის შესახებ" კანონპროექტში ინიცირებულ ცვლილებებზე კომენტირებისას განუცხადა.
"უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებს, რაც გამოწვეულია ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით. დაახლოებით 150 კანონში განხორციელდა უკვე ცვლილება. ეს არის ამ პროცესის გაგრძელება. ხდება დაზუსტება და დარეგულირება იმ საკითხების, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით სხვაგვარად არის დარეგულირებული და აღნიშნულის ასახვა ხდება საქართველოს კანონმდებლობაში. არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვა ან რაიმე ზედმეტი უფლებამოსილების მინიჭება მთავრობის მიმართ არ ხორციელდება. ეს არის ტექნიკური საკითხი, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, აქამდე განხორციელებული ცვლილებებიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არც ერთ ნორმატიულ აქტს არ განუცდია ცვლილება, რომელიც რაიმე სახით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.
"აღნიშნული კანონპროექტები სრულ შესაბამისობაშია ახალ კონსტიტუციასთან. კანონპროექტები შემუშავებულია როგორც კომიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საპარლამენტო მდივნის სამსახურთან შეთანხმების შედეგად მოხდა საბოლოო რედაქციის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა. ეს არის ის პროცესი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. გამომდინარე იქედან, რომ შეცვლილია კონსტიტუციური წყობილება და დღეს მმართველობა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რის შედეგადაც პრეზიდენტს აღარ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება, ამდენად, აუცილებლობას წარმოადგენს მთავრობას ჰქონდეს შესაბამისი საკანონმდებლო უფლებამოსილება, სრულყოფილად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც თავდაცვის ისე უსაფრთხოების საკითხებში," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა გაწერილია კონსტიტუციაში და ეს ხდება პრეზიდენტის მიერ მთავრობასთან შეთანხმებით, ანალოგიური ჩანაწერი არის პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებში და ამ მხრივ, არაფერი იცვლება გამომდინარე იქედან, რომ ეს კონსტიტუციური რეგულაციაა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული შტაბის უფროსს, პრეზიდენტის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრი დანიშნავს. თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერი არ არის და გენერალური შტაბის უფროსს ამტკიცებს ჩვეულებრივ პრეზიდენტი.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც, რომელამაც ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სპეკულაცია უწოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია