დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯონ მაკკეინი - საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში პუტინის მოქმედებები არ დაუგმია, ეს ჩემთვის მიუღებელია
ავტორი:
2014/აგვისტო/19 09:30:02
"მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს", - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯონ მაკკეინმა რადიო "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.
ჯონ მაკკეინი რუსეთის მიერ უკრაინაში ჰუმმანიტარული ტვირთის გაგზავნის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ამერიკის ლიდერშიპის მარცხია, რისთვისაც ძალიან მაღალი საზღაურის გადახდა კიდევ დიდ ხანს მოუწევთ.
"ჩვენ ვლადიმირ პუტინს ყირიმის მითვისების საშუალება რეაგირების გარეშე მივეცით. სანქციები, რომლებიც დავუწესეთ ძალიან სუსტია. სიტუაციას პუტინის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ის ძალიან წარმატებულია. უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციას აგრძელებს. მე მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. მას არ უნდა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს", - განაცხადა სენატორმა მაკკეინა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
მისივე თქმით, პუტინის შესაჩერებლად საჭიროა დაწესდეს რეალური სანქციები, უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც მომდევნო ორი წლის შემდეგ უკრაინასა და ევროპაში ამერიკის ენერგო-რესურსების ექსპორტს განახორციელებს და ევროპას რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
"ასევე უნდა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის გადაფასება და ის მივიღოთ იმად, რაც ის სინამდვილეში არის - სუკის პოლკოვნიკი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ამ გზით ჩვენ მას გავაგებინებთ, რომ მის მოქმედებებს საფასური ახლავს. ის გამოუცდელობა (უგუნორობა), რომელსაც ეს ადმინისტრაცია იჩენს მის მიმართ, ჩვენთვის ძალიან ძვირადღირებული გამოდგა. უთხარი ვლადიმირს, რომ მოგვიანებით მეტი მოქნილობის საშუალება მექნება... "გადატვირთვის" ღიკაკზე გამუდმებით ხელის დაჭერა... პუტინი უნდა აღვიქვათ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა", - აღნიშნა მაკკეინმა.
"რესპუბლიკელი" სენატორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია.
"ძალიან გამიცრუვდა იმედები. მე ახალმა მთავრობამ დამარწმუნა იმაში, რომ წარსულს გადააბიჯებდა. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ახლა ეს მოქმედებები იმედგამაცრუებელია. მათ გავლენა ექნება ამერიკის ურთიერთობაზე საქართველოსთან. მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. მთავრობას აღმოსავლეთ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მოქმედებები არ დაუგმია. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია", - დასძინა მაკკეინმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია