დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანრი ოხანაშვილი - სტუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა მოიწვიოს
ავტორი:
2018/ივნისი/21 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/499667-anri-okhanashvili-stuqturuli-cvlilebebi-dasaqmebulebs-ar-unda-sheekhos-da-kvalificiuri-thanamshromlebis-sakhlshi-gashveba-ar-unda-moitsvios.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - სტუქტურული ცვლილებები დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების ...", "datePublished": "2018-06-21 09:47:01", "dateModified": "2018-06-21 09:47:01", "description": "როგორი სტუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } როგორი სტუქტურული ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, ეს დასაქმებულებს არ უნდა შეეხოს და კვალიფიციური თანამშრომლების სახლში გაშვება არ უნდა გამოიწვიოს - მიზანი ეს არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების არსი და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად.

ოხანაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდება სამთავრობო უწყებებში დაგეგმილი ცვლილებები. დეპუტატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცვლილებები იქნება კარგად გააზრებული, გაანალიზებული და საზოგადოების ინტერესებზე გათვლილი.

“ჩვენ მამუკა ბახტაძისგან მოვისმნინეთ, რომ მნიშვნელოვანია მოქნილი სამთავრობო გუნდი. მოქნილი სამთვარობო გუნდის იდეა და არსი არის ის, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს სწრაფად და ეფექტურად. სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომლითაც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ჯერ ვერ გეტყვით, რომელ სტუქტურას როგორი ცვლილება შეეხება, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ბევრ კანონში იქნება ცვლილება შესატანი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა ცალსახად აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი და ამოცანა “ვიღაცის სახლში გაშვება არ არის“.

“ჩვენ დროს სწორედ იმისთვის ავიღეთ, რომ ინტენსიური კონსულტაციების ფარგლებში ყველა გათვლა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავინ არ დაზიანდეს - არ დაზარალდეს არც პროცესი და არავინ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ მიდის სახლში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია