დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს
ავტორი:
2014/აგვისტო/19 09:00:02
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილისა და ანდრის ბერზინშის საუბრის მთავარი თემა ნატო-ს სამიტზე განსახილველი საკითხები იყო.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე ერთიანი ძალისხმევით შეიქმნას ახალი მექანიზმები, რომლებიც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარების გარანტიები. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სამიტის კომუნიკეზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივას უნდა აძლიერებდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნოემბერში შედგება, ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. კერძოდ, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.
ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ლატვიელ ბიზნესმენთა დელეგაციაც ესტუმრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია