დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - წამლების შესაძლო გაძვირებაზე მღელვარება აფთიაქების მიერ დაგზავნილმა სმს-ებმა გამოიწვია
ავტორი:
2014/აგვისტო/14 10:30:02
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების რეცეპტით გაყიდვის გამო ე.წ. შავი ბაზრის სტიმულირებას გამორიცხავს. "არ არსებობს არანაირი ტრაგედია. ტრაგედია არის ის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ექიმის ნდობა და მიიჩნევს, რომ თავად შეუძლია მოუაროს თავის თავს. ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, ეს არის. რაც შეეხება შავი ბაზრის სტიმულირებას, ამით ეს რისკი არ იქმნება", - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
მისივე განმარტებით, ექიმის დანიშნულების გარეშე რიგი პრეპარატების დამოუკიდებელი მიღება ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
"ოჯახის ექიმთან მისვლა შეუზღუდავია და უფინანსდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასე, რომ ამ კუთხით მათ არანაირი დისკომფორტი არ ექნებათ. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების შესაძლო გაზრდას, ამ კუთხით მოსახლეობის გაძლიერებული მღელვარება გამოიწვია იმ სმს-ებმა, რომელიც მოსახლეობას ზოგიერთმა აფთიაქმა დაუგზავნა. გარწმუნებთ, რომ არც ამ კუთხით არსებობს პანიკის არავითარი საფუძველი"', - განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი თავისუფლად გაიყიდება, რომელთა შორისაც არის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული პრეპარატები და ა.შ.
გუშინ მოქალაქეებმა სხვადასხვა აფთიაქებისგან სმს შეტყობინება მიიღეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1 სექტემბრიდან წამლების რეცეპტებით გაცემა იწყება და ამის გამო მედიკამენტები  მოიმარაგონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია