დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოქმედი და ყოფილი პრემიერები თეატრალიზებულ წარმოდგენა "ყინულის დედოფალს" დაესწრნენ
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 17:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოჯახთან ერთად თეატრალიზებულ წარმოდგენა "ყინულის დედოფალს" დაესწრო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, წარმოდგენაზე ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი წარმოდგენა - "ყინულის დედოფალი", თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვიზუალური ეფექტებით და 3D დეკორაციებით განსხვავებული თეატრალური ვერსიაა. შოუს შემქმნელია კომპანია "PIKART"-ი, დამდგმელი რეჟისორი - ზაალ ჩიქობავა. წარმოდგენაში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. მაყურებელს შეუძლია იხილოს კინოს, თეატრის, ვიზუალური არტის და გრაფიკული დიზაინის სინთეზი, რაც მთლიანობაში 3D წარმოდგენას ქმნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტი 86 000 ლარით დააფინანსა.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 29-30 დეკემბერს შოუზე მიწვეულია 5000-მდე ბავშვი. ისინი არიან დევნილთა კომპაქტური დასახლებებიდან, მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა შვილები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია