დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალება არ იგეგმება
ავტორი:
2014/აგვისტო/13 11:30:02
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალება არ იგეგმება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა და აღნიშნულის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ პრეზიდენტმა შეწყალების საკმაოდ ფართომასშტაბიანი აქტი 2 კვირის წინ - 31 ივლისს უკვე გამოსცა.
"მოგეხსენებათ, რომ არანაირი დათქმები, როდის იქნება შეწყალების აქტი, არ არსებობს. იყო გარკვეული პრაქტიკა, როცა ცალკეულ რელიგიურ დღესასწაულზე იყო მიბმული შეწყალების აქტი და შეიძლება სწორედ ამის გათვალისწინებითაა, რომ ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს მოლოდინი მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტის გამოცემის შესახებ, მაგრამ შეწყალების აქტი პრეზიდენტმა უკვე გამოსცა 31 ივლისს – ამ დღეს არანაირი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო დღე, როცა კომისიამ დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სარეკომენდაციო სია გადაუგზავნა. პრეზიდენტმა ამ სიაში თავისი კორექტივები შეიტანა და გამოსცა შეწყალების აქტი, რომელიც იყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი – 280 პატიმრის შეწყალება მოხდა, აქედან 169 მსჯავრდებული გათავისუფლდა საპატიმროდან, 111 კი შეეცვალა სასჯელის ფორმა. 31 ივლისიდან 4 კვირის თავზე ისევ შეწყალების აქტის გამოცემა ეს თავად შეწყალების აქტის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს არ შეიძლება იყოს კალენდარული ღონისძიება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე განმარტებით, კომისია აგრძელებს მუშაობას და მორიგი შეწყალება, შესაძლოა, რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ განხორციელდეს.
"კომისია აგრძელებს მუშაობას, განცხადებები ისევ შემოდის, მიმდინარეობს დამუშავება. როცა საქმეების გარკვეული რაოდენობა დაგროვდება და პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, რომ დანიშნოს შეწყალების კომისიის სხდომა, სხდომა ჩაინიშნება და ქვეყნის პირველ პირს ისევ გადაეცემა შესაწყალებელი პატიმრების სარეკომენდაციო სია. ეს არ იქნება ძალიან შორს, მაგრამ არ შეიძლება იყოს ასე ძალიან ახლო პერიოდში. გარკვეული ცრუ მოლოდინებია შექმნილი და ის განცხადებებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში გაკეთდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო.
ჩვენ ვცდილობთ, რომ, ერთი მხრივ, ზედმეტი მოლოდინები არ გაუჩნდეთ მსჯავრდებულებს, მეორე მხრივ კი, ეს არ გახდეს გარკვეული პანიკის საფუძველი. გვინდა მარტივად იყოს ახსნილი, რომ ახლა არ არის მოსალოდნელი შეწყალების აქტი. შეიძლება ეს რამდენიმე კვირის შემდეგ განხორციელდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პრეზიდენტზე", - აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია