დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შსს - შს მინისტრის მითითების საფუძველზე, ზედოზირების შემთხვევებზე ზომების მიღება ისედაც არ ხდებოდა
ავტორი:
2014/აგვისტო/12 12:30:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის, სოფო კილაძის განცხადებით, შს მინისტრის მითითების საფუძველზე, ზედოზირების შემთხვევებზე ზომების მიღება ისედაც არ ხდებოდა.
ამის შესახებ კილაძემ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პაციენტის მხოლოდ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ვალდებული აღარ იქნება, სამართალდამცველ უწყებებს აცნობოს.
"ეს ძალიან ჰუმანური ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. აქედან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის სიცოცხლე არის პრიორიტეტი. ამ თემაზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით და შედეგიც არის. საკითხის განხილვა მოხდა ასევე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის განსაკუთრებული სიახლე, რამდენადაც ეს არის დე იურე სიტუაციის გაფორმება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დე ფაქტო ისედაც არსებობდა. ჩვენთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს მინისტრის წერილობითი მითითება, რომლის თანახმადაც, ფატქობრივად, კრიმინალური პოლიცია არ ახდენს რეაგირებას ზედოზირების შემთხვევებაზე, ანუ ის არ აძლევს პასუხისგებაში არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლებრივი კუთხით. ფაქტობრივად, კრიმინალური პოლიცია ვალდებული იყო, არ მოეხდინა რეაგირება მინისტრის მითითების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში არსებობდა ჩანაწერი, რომ ჯანდაცვა ვალდებულია, შეატყობინოს შინაგან საქმთა სამინისტროს", - განაცხადა კილაძემ და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ზედოზირებაზე რეაგირების შედეგად პირის პასუხისმგებლობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მომხმარებლებში არსებობდა შიში და არსებობ და აზრი, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის შემთხვევაში აუცილებლად დააკავებდნენ.
"ეს არის მათი შიშის შედეგი, რადგან რეალურად ასეთი სიტუაცია არ იყო. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ მოახდენს გავლენას თვითონ სიკვდილიანობაზე იმ კუთხით, რომ სახელმწიფო ისედაც არ იღებდა ზომებს ზედოზირების შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემის კუთხით. მნიშვნელოვანი იქნება ალბათ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, რადგან თუ გაჟღერდება მედიასაშუალებებში ახალი გადაწყვეტილების შესახებ რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირებულობას გაზრდის და იმედი გვაქვს, რომ შიში, რომელიც ჰქონდათ წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ბოლო 2 წელს, გაუქრებათ და თამამად მიმართავენ ჯანდაცვის სისტემას", - განაცხადა სოფო კილაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია