დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავშესაფრის მისაღებად შესაბამის გარემოს ეძებდეს
ავტორი:
2014/ივლისი/31 00:00:02
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავშესაფრის მისაღებად შესაბამის გარემოს ეძებდეს, - ამის შესახებ სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ამჟამად უნგრეთში იმყოფება.
მისი თქმით, ფაქტია, რომ სწორედ უნგრეთში ზურაბ ადეიშვილმა გარკვეული დასაყრდენი იპოვა. დეპუტატი ასევე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი გარკვეული შიშით იყოს შეპყრობილი, მთელ რიგ ქვეყნებს არ ენდობოდეს და ჰქონდეს განცდა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მისი საქართველოსთვის გადმოცემა მოხდება.
"არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი ეძებდეს აპრობირებულ გარემოს, სადაც თავშესაფრის მიღება გაუადვილდება", - აღნიშნა სესიაშვილმა.
სააკაშვილმა უნგრეთში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა. უნგრეთში კი, პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული მის თანაგუნდელს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია