დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება
ავტორი:
2014/აგვისტო/12 11:00:02
ნორვეგია მზად არის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი . ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერგე ბრენდეს ინფორმაციით, ნორვეგია მზად არის რუსეთს იგივე სანქციები დაუწესოს, რომელიც ევროკავშირმა ივლისის ბოლოს დააწესა.
"ნორვეგია მზად არის შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. უკრაინის კრიზისის დაწყებიდან ნორვეგია მხარს უჭერდა ევროკავშირისა და მეზობელი სახელმწიფოების განცხადებას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
31 ივლისიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები. სანქციები რუსეთის სახელმწიფო ბანკებისთვის ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების აკრძალვას ითვალისწინებდა. ევროკავშირმა ასევე დაბლოკა ენერგეტიკის დარგის მოდერნიზებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია