დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - მიმდინარე გამოძიებები კანონის უზენაესობას ემსახურება, რაც დასავლური სამყაროსთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა
ავტორი:
2014/აგვისტო/08 18:30:02
კანონის უზენაესობა, რომელიც ევროპული და დასავლური სამყაროსათვის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამას ემსახურება მიმდინარე გამოძიებები , - ამ განცხადებით საქართველოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე მისი შვედი კოლეგის კარლ ბილდტის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ მორიგ შეფასებას გამოეხმაურა.
"კარლ ბილდტი დიდი ხანია არის საქართველოს მეგობარი. ის უპირველეს ყოვლისა საქართველოს მეგობარია და რა საკვირველია, საქართველოსთან მეგობრობით პირადი მეგობრობა არ გამოირიცხება. კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი ფუძემდებელია. ის ცოტა ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს და მასთან ჩვენ ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთანაც. ჩვენ ვაფასებთ მის წვლილს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში შეიტანა. რაც შეეხება დისკუსიას, რომელიც ბოლო დღეებში ატყდა, ამის თაობაზე განმარტება გავაკეთე. საქართველო ძალიან დიდი ყურადღებით ისმენს ყველა მეგობრის რეკომენდაციას და მოსაზრებას იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება. აბსოლუტურად ყველასთან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. არავინ დგას კანონზე უფრო მაღლა და ეს არის ის მთავარი, რის დაცვაც ამ ხელისუფლებას სურს. არავის აქვს უფლება ჩაერიოს რომელიმე პროცესში. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ნორმებს. აქეთ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა და ვთხოვთ ყველას, ვისაც საქართველოში მიმდინარე პროცესები აინტერესებს, დაელოდონ მოვლენების განვითარებას და პროცესების დასრულების შემდეგ გამოიტანონ დასკვნები იმის თაობაზე, იყო თუ არა ესა თუ ის პროცესი გამჭვირვალე, სამართლიანი და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი არსებობს ჩადენილი დანაშაული და მასთან დაკავშირებით მტკიცებულები, ის აუცლებლად უნდა იყოს გამოძოებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია