დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება არ მივეცით მარნეულში ძალიან სახიფათო თამაში წამოეწყო
ავტორი:
2014/ივნისი/13 17:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მარნეულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით , ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ რაიონში "ძალიან სახიფათო თამაშის" წამოწყების საშუალება არ მისცა.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ქმნის მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში.
"ის, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ გადავწყვიტეთ არის უპრეცედენტო. ვერავინ დაგვისახელებს ერთ მაგალითს მაინც, როცა ხელისუფლებამ მოხსნა საკუთარი კანდიდატი მაშინ, როცა მისი გამარჯვება იყო გარდაუვალი - რეალურად ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა და ჩვენი კანდიდატებიც აბსოლუტურად სწორად იყვნენ შერჩეული. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქმედებით პოლიტიკურ ოპონენტებს და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივეცით საშუალება ძალიან სახიფათო თამაში წამოეწყო ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში და კონკრეტულად აღნიშნულ რაიონში - მარნეულში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, რეალობა აჩვენებდა, რომ მარნეულში პროვოკაციის მაღალი რისკი არსებობდა.
"მე ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებდი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს და რეალობამ მიგვანიშნა, რომ არსებობდა პროვოკაციების მაღალი რისკი და ჩვენ არ მივეცით "ნაციონალურ მოძრაობას" ხელახალი პროვოკაციების მიზეზი. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენს კანდიდატს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა დანარჩენი ორი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში", - ღარიბაშვილმა.
თავად "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას დღეს გააკეთა.
თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია