დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ამბასადორიალის ფარგლებში ქართველ დიპლომატებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეხვდნენ
ავტორი:
2014/აგვისტო/06 20:00:02
ამბასადორიალის მესამე დღის ბოლოს ქართულ დიპლომატიურ კორპუსს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ. მათ ელჩებს აქტუალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მედია გარემოზე, სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევებზე, მათ შორის პარლამენტში პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორი კანდიდატურის ჩაგდების შესახებ. ვისაუბრეთ ასევე პროკურატურის სისტემაში არსებულ საკითხებზე და სხვადასხვა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.
მისსივე თქმით, დიპლომატებთან შეხვედრისას ითქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები აზარალებს სიტუაციას და ქვეყნის ინტერსებს არ წაადგება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია