დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მექსიკაში სასწავლო ვიზიტს აგრძელებს 
ავტორი:
2014/აგვისტო/06 17:30:04
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მექსიკაში სასწავლო ვიზიტს წარმატებით აგრძელებს.იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მონაცემთა დაცვის ფედერალური ინსტიტუტის საქმიანობას ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მექსიკურ გამოცდილებას გაიზიარებენ.უნდა ითქვას, რომ საჯარო ინფორმაციის ღიაობის კუთხით მექსიკა ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ აბარია ამ ქვეყანას „OGP“-ის ინფორმაციის თავისუფლების მუშა ჯგუფის ხელმძღვანელობა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1000
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია