დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვეს
ავტორი:
2014/აგვისტო/06 13:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსმენის განცხადება. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვეს.
ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს რასმუსენის განცხადების - რუსეთი დამნაშავეა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, კომენტირებისას განუცხადა.
"საქართველო არის აგრესიის ქვეშ, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. უკრაინის სეპარატების მხარდაჭერის თაობაზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულები, მოლდოვასთან მიმართებაში ასევე კეთდება შემაშფოთებელი საფრთხის მატარებელი განცხადებები", - განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან კარგია, როდესაც ამ ფონზე ასეთი განცხადებები კეთდება ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან.
პეტრიაშვილი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოახლოებულ ნატო-ს უელსის სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რათა საქართველოს ინეტრესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და თავდაცვის უნარიანობა გამტკიცებული.
"ძალიან არ მინდა, რომ განცხადებები დარჩეს განცხადებებად", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც თჰე Financial Times-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ რუსეთი დამნაშავეა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში.
"კომუნიზმის დაშლიდან მოყოლებული, ნატო-ს ძალისხმევა არ დაუშურებია, ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატო-ს რომელიმე არა წევრი ქვეყნისთვის. რუსეთმა კი კანონების უგულებელყოფით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებითა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია