დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახალხო დამცველის მოადგილემ ელჩებთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ისაუბრა
ავტორი:
2014/აგვისტო/05 16:30:02
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა და დიპლომატებს 2013 წელს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ძირითადი აქცენტები გაკეთდა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებულ კანონზე, რომლის აღსრულებაც სახალხო დამცველის აპარატს დაეკისრა. ყურადღება ასევე გამახვილდა ეფექტური საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე, რომელმაც სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებების გამოძიებაზე უნდა იმუშაოს. ასევე, ხაზი გაესვა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირებას, რაზედაც სახალხო დამცველი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური სტრატეგია, რომელიც მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას მოახდენს. რეკომენდაციების უმრავლესობა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილემ ამბასადორიალზე გააჟღერა მხარდაჭერილია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის თომას ჰამარბერგის მიერ.
შეხვედრაზე პაატა ბელთაძემ დიპლომატების შეკითხვებსაც უპასუხა და გაახმოვანა საქართველოს სახალხო დამცველის სურვილი და მზადყოფნა, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებათა ეფექტური დაცვის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო სამსახურებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია