დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ჩახალიანი ჩემი შეხვედრის ასარევად სამთავრობო პარტიის აქტივისტებთან ერთად მოვიდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 22:30:03
ჩახალიანი ჩემი შეხვედრის ასარევად სამთავრობო პარტიის აქტივისტებთან ერთად მოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, ჩახალიანისა და მისი მსგავსი ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება მთავრობის ყველაზე საშიში ნაბიჯი იყო.
"მათ არა მხოლოდ გამოუშვეს ჩახალიანი, არამედ, ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნები რეგულარულად ხვდებიან მას. ჩახალიანის ძმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბანდიტიზმისთვის დააკავეს, მთავრობის მითითებით გაშვებულია ციხიდან, მაშინ, როდესაც ბევრი სხვა ადამიანი ბევრად ნაკლები ბრალდებით ტყუილად ჰყავთ დაკავებული. დღეს ჩახალიანი ჩემი შეხვედრის ასარევად სამთავრობო პარტიის აქტივისტებთან ერთად მოვიდა. მინდა, ამაზე ყველა დაფიქრდეთ და დაფიქრდეს საქართველოს მთავრობა, რომ ამათი გაჯეჯილება დაუშვებელია. ესენი ასეთ რაღაცას ერთი წლის წინ ვერ გაბედავდნენ, ახლა კი ბედავენ და შორს მიმავალი გეგმები აქვთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ერთ-ერთ მთავარი მიღწევად სამოქალაქო ინტეგრაციას მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რეგიონში პრემიერი იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივებს პრაქტიკულად უთხრა, რომ "მათი ადგილი საქართველოში არ არის".
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამგვარი რამ მისი მთავრობის დროს წარმოუდგენელი იყო. "ამგვარი განცხადებები ახალისებს სეპარატისტებს და პრემიერის ასეთ გამონათქვამებს ისინი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებენ. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ წესრიგის და კანონიერების ასეთი მოშლა საქართველოს სახელმწიფოებრიობას დააზარალებს. თბილისის პოლიტიკურ ელიტას არც გაუგია, ისე აღვადგინეთ მე და ჩემმა მთავრობამ ჯავახეთში, აჭარასა და პანკისში საქართველოს იურისდიქცია. ყველაფრის აღდგენა მოვახერხეთ, სადაც რუსეთი პირდაპირ არ შემოიჭრა. თუ ამ და მსგავს პროვოკაციებს პოლიტიკური მიზნებით მოვაწყობთ, დამპყრობელი ამას საქართველოს დაქუცმაცების და რეპუტაციის შერყევისთვის გამოიყენებს. არ მინდა, ამ წლების შრომა წყალში გადაიყაროს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, შეჩერებული პროექტები ან უნდა დაჩქარდეს, ან უნდა განახლდეს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "დაპაუზება" ამ რეგიონში ყველაზე უფრო დაუშვებელია. "საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს სხვადასხვა ელემენტების მოქმედების გამო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია