დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებმა საგარეო უწყების ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია
ავტორი:
2014/აგვისტო/05 14:00:02
ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ დიპლომატებთან შეხვედრამდე გაკეთებულმა განცხადებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია .
ჯაფარიძეს ქართველ ელჩებთან მიმართებაში რუსი დოპლომატის, ვიტალი ჩურკინის ხსენებაზე პასუხი ამბასადორიალის დახურულ შეხვედრაზეც მოსთხოვეს და ამ თემაზე განმარტებები შეხვედრის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგაც გაკეთდა.
"საგარეო პოლიტიკა არ ექვემდებარება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის აბსოლუტურად აპოლიტიკური. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და, გამომდინარე აქედან, დღევანდელ პანელზე, სადაც საუბარი უნდა ყოფილიყო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, სხვადასხვა რეფორმებზე, მოვიწვიეთ პარლამენტის უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. ბაქრაძე არ გახლვათ საქართველოში და მის მაგივრად გვესტუმრა ზურაბ ჯაფარიძე. რასაკვირველია, ის ისეთივე პატივისცემით მივიღეთ, როგორც სხვა პანელისტები და მასაც მივეცით გამოსვლის საშუალება, რომელიც იყო საკმაოდ არაკორექტული, არასწორი ბრალდებებით, არასწორი ინფორმაციით – მაგალითად, უკრაინასთან, რეფორმებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ამის შესახებ იქ მას გაეცა პასუხები. პანელის მიმდინარეობისას ჩვენ მოგვივიდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯაფარიძემ პანელზე შემოსვლამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დოპლომატიურ კორპუსს, თქვა სიტყვა-სიტყვით ასე - "საქართველოს ელჩები არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა გაერო-ში რუსეთის ელჩი ბატონი ჩურკინი". ეს რომ ჩვენ მანამდე გვცოდნოდა, რასაკვირველია, შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევისათვის, სესიის წამყვანმა ბატონმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება, პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ასეთი განწყობით მოდიოდეს. მან ეს გამონათქვამი უარყო და თქვა, რომ მსგავსი რამ პანელზე შემოსვლამდე არ უთქვამს", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
ელჩებთან შეხვედრის წინ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ შენიშვნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მას ქართველი დიპლომატების მისამართით გააჩნია. დეპუტატის თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ინფორმაციის გამტარი არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ის კრიტიკა, რაც დასავლეთში ხელისუფლების მიმართ არის, საკუთარ ხელისუფლებას უნდა მოასმენინონ. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა ისიც, რომ "არ შეიძლება, ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა გაერო-ში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი. მათი ქმედებები უნდა იყოს დამაჯერებელი და არ უნდა იყვნენ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯის გამამართლებელი, მათ შორის - გაუაზრებელი ნაბიჯების და არასწორი პოლიტიკის".
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია