დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა 7 აგვისტოს მოეწყობა
ავტორი:
2014/აგვისტო/05 11:00:01
აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" - ფარგლებში, 7 აგვისტოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები და ასევე, ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით, ჩეხი ხელოვანის ვერონიკა რიხტეროვას შემოქმედება. გამოფენა 16:00-იდან 18:00 საათმდე გასტანს.
USAID-ის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საზოგადოებას გამოფენის საშუალებით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ნარჩენების შემცირებისა და მოხმარებული ნივთების ხელახალი გამოყენების მნიშვნელობა. პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირების და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერის მიზნით. პროექტი საქართველოს ორ რეგიონში - კახეთსა და აჭარაში განხორციელდება.
პროექტს International City/County Management Association (ICMA), CENN-თან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით ახორციელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია