დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობის ადმინისტრაცია ხვალიდან სახელმწიფო უწყებებში "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაციას იწყებს
ავტორი:
2014/აგვისტო/04 19:00:02
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ხვალიდან სახელმწიფო უწყებებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაციას იწყებს.
ღონისძიების მიზანია საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება "სოლიდარობის ფონდის" იდეის შესახებ და მათი ჩართულობა აღნიშნულ ინოვაციურ პროექტში.
ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას.
საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.
"სოლიდარობის ფონდში" პირველი შენატანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლება განახორციელეს.
ფონდის პრეზენტაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში გამართავენ.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ერთიანი კონცეფცია შეჯამდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია