დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმში "საქართველოს ბიზნეს კლუბის" ინიციატივით ღონისძიება ჩატარდება
ავტორი:
2014/აგვისტო/04 18:30:02
ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "საქართველოს ბიზნეს კლუბის" (Business Club Georgia) ინიციატივით 15 აგვისტოს ღონისძიება ჩატარდება.
"საქართველოს ბიზნეს კლუბის" ინფორმაციით, კონგრესის მონაწილეთა შორის იქნებიან ევროპის მსხვილგადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ეკონომიკური სენატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ევროპის ეკონომიკური სენატის აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის მსხვილგადამხდელთა ასოციაციის გენერალური მდივანი; ევროპის ეკონომიკური სენატეს და ევროპის მსხვილგადამხდელთა ასოციაციის პრესმდივანი; ბავარიის მსხვილ გადამხდელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი; ასევე ევროპარლამენტის წევრი, სოფლის მეურნეობისა და აგრარული განვითარების კომიტეტის წევრი.
ქართული მხარე კი ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის კომიტეტებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებით იქნება წარმოდგენილი.
ევროპის ეკონომიკურ სენატში "საქართველოს ბიზნეს კლუბი" 10 სენატორით იქნება წარმოდგენილი. სენატორებად დარგების მიხედვით ქართული ბიზნესის წარმატებული წარმომადგენლები შეირჩევიან. ისინი სენატში ლობირებას გაუწევენ ეკონომიკის კონკრეტული დარგის ინტერესებსა და საინვესტიციო პროექტებს.
კლუბის გამგეობის წევრებს აღნიშნული ქართველი ევროსენატორები წარმოადგენენ. ასევე კლუბში გაერთიანებული არიან ისეთი მსხვილი კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც თავისი ბიზნესით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და რომელთა პროექტებიც არის ინოვაციური და პერსპექტიული.
კლუბი პერიოდულად დარგების მიხედვით საინტერესო საინვესტიციო პროექტების გამოსავლენად კონკურსებს ჩაატარებს. ქართველი ევროსენატორების ძირითად დანიშნულებას სწორედ ამ პროექტების უშუალოდ მსხვილ ევროპელ ინვესტორებთან პრეზენტირება და ლობირება წარმოადგენს.
გამოცდილების გაზიარების მიზნით კლუბი ორგანიზებას გაუკეთებს მრგვალ მაგიდებსა და ბიზნეს-ლანჩებს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებების წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც კლუბს ავითარებენ. მოეწყობა ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები. სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობენ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სხვა სახელმწიფოებთან.
"მსოფლიო ბიზნეს-გარემოს უახლეს ტენდენციას წარმოადგენს ისეთი ბიზნეს-კლუბების შექმნა, რომლებიც აერთიანებენ პერსონებს და კომპანიებს მოღვაწეობის სფეროს, შემოსავლის სიდიდის, ტერიტორიული თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით. ახლახან სწორედ ასეთი ორგანიზაცია დაფუძნდა საქართველოში "საქართველოს ბიზნეს კლუბი – Business Club Georgia". "საქართველოს ბიზნეს კლუბი" არის ეროვნული ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს წევრობას ყველზე წარმატებული ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა, პროდუქტი ან მომსახურება ბაზარზე იმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კლუბის ძირითადი მიზანია ევროპული ინვესტიციების მოზიდვა და პირიქით ქართული ბიზნეს ინტერესების ლობირება ევროპაში. კლუბი მოიცავს ეკონომიკის შემდეგ სექტორებს: მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, მედიცინა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მედია და სხვა. "საქართველოს ბიზნეს კლუბის" განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს პირდაპირი კავშირები გავლენიან ევროპულ ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაა: ევროპის ეკონომიკური სენატი, ევროპის სავაჭრო პალატა, ევროპარლამენტი, ევროპის გადამხდელთა ასოციაცია, ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია და სხვა", - აცხადებენ "საქართველოს ბიზნეს კლუბში".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია