დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს პირადად ვაკონტროლებ
ავტორი:
2014/აგვისტო/04 17:00:02
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს პირადად ვაკონტროლებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განაცხადა, სადაც დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან გაცნობის ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმპლემენტაციის პროცესი 3-წლიანი იქნება და მის ფარგლებში მთავრობას მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მოუწევს.
"იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა ჩვენ უკვე შევადგინეთ. ეს არის შრომატევადი პროცესი. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება ეტაპი, რომელსაც ჩვენ მარტივად გავივლით. რა თქმა უნდა არა, რადგან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და ბევრი დარგი არის ცუდ მდგომარეობაში, იქნება ეს სურსათის უვნებლობა, თუ სხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ გვაქვს სამწლიანი სამოქმედო გეგმა და მიმაჩნია, რომ 2017 წლამდე ამ გეგმას შევასრულებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია