დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სოციალური სამასახურის უფროსად წარმოდგენილი კანდიდატი თანხების გაფლანგვაში იყო მსჯავრდებული
ავტორი:
2014/აგვისტო/04 15:30:02
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, თბილისის ახალი მთავრობა ვერ შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რაც მათ თბილისელებს წინასაარჩევნოდ მისცეს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ კანდიდატების უმრავლესობა არ იცნობს საარჩევნო პროგრამას, კითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა თბილისის მერ დავით ნარმანიას. სამწუხაროა, რომ სოციალური სამასახურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარმოდგენილია კანდიდატურა, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებული იყო სწორედ სოციალურად დაუცველი პირების დაზღვევისათვის გათვალისწინებული თანხების გაფლანგვაში. ასევე სამწუხაროა, თბილისის ვიცე-მერის კანდიდატად წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი. ის არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებით, რაც მას საშუალებას არ აძლევს, იყოს თბილისელების ვიცე-მერი, ის მხოლოდ "ქართული ოცნების" სამსახურში თუ იქნება",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სოციალური სამასახურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია გია ჩივიაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია