დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ვისაც არ უნდა იყოს ცუდი, ხმა მისცეს "ნაციონალებისათვის" თანამდებობებზე დანიშვნის აკრძალვას"
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:35:02
კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით,  „ნაციონალებს“ მომავალში ქვეყანაში ყველა იმ მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალებათ, რომელიც არჩევითი არაა. დავითაშვილის ინიციატივა  „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში ტოტალიტარული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში როგორც დეპუტატი ამბობს,  ადამიანების ცემა, წამება და  გაუპატიურება  მმართველობის მეთოდი იყო. „ამიტომ, ეს პოლიტიკური პარტია და მისი თანამდებობის პირები პასუხისმგებელი არიან ამ ქვეყანაში დანაშულებრივი რეჟიმის ჩამოყალიბებაში და მათზე სრულად უნდა გავრცელდეს ლუსტრაციის კანონის დებულებები, ამიტომ მათ თანამდებობების დაკავების უფლება უნდა აეკრძალოთ. საუბარია მაღალ თანამდებობაზე, გარდა ისეთი თანამდებობებისა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ეს ეხებათ "ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებს და არა რიგით წევრებს, "- ამბობს კობა დავითაშვილი. დეპუტატის განმარტებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმების დასრულების შემდეგ, ლუსტრაციის კანონები მიიღეს,  რომელიც ამ რეჟიმების თანამდებობის პირებს გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას უკრძალავდა. „ასეთ კანონს საქართველოში თავისუფლების აქტი ჰქვია, რომელიც ლუსტრაციის მდგომარეობაში აყენებს კომუნისტური პარტიის თანამდებობის პირებს. ვისაც არ უნდა, რომ იყოს ცუდი, ხმა მისცეს ამ კანონს," -ამბობს კობა დავითაშვილი. ინიციატივას, ამ წუთებში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილავენ. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია