დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შოთა უტიაშვილი - ერეკლე კოდუას ლონდონში, პატარკაციშვილთან ჩასვლის "წარმატებულ ოპერაციას" შს მინისტრი ხელმძღვანელობდა
ავტორი:
2014/აგვისტო/03 22:00:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, პატარკაციშვილ-კოდუას საუბრის სრული ჩანაწერი საქმეში დევს და პროკურატურას მისი გასაჯაროება მოუწევს.
როგორც უტიაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილთან ჩასვლის "წარმატებულ ოპერაციას" შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.
"მეც გახლდით ჩართული და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ინგლისელ კოლეგებთან ამ ოპერაციის ირგვლივ. ნანახი მაქვს ამ საუბრის სრული ჩანაწერი. თქვენ გახსოვთ რა დრო იყო, მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ გვქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბატონი პატარკაციშვილი ამას აპირებდა. ძალიან იშვიათად ხდება გამოძიების ისტორიაში ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები არსებობდეს. გვქონდა ჩანაწერი, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ოპერატიული მუშაობის, ამ კონკრეტული ე.წ. თამაშის გაგრძელება შემდგომი ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოების ინფორმირება, რა საფრთხე ელოდებოდა ქვეყანას. ამიტომ მერაბიშვილი მიუდგა ამას, როგორც პოლიტიკოსი, კოდუა უყურებს, როგორც ოპერატიული მუშაკი და ბუნებრივია, მათი შეხედულება სხვადასხვა იქნებოდა. ჩემი აზრით, ჯობდა, დროულად გვეთქვა. ამ ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები არც ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში და არც მერე, არ დასმულა. პროკურატურა საოცარ რაღაცეებს ამბობს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებია. რანაირად შეიძლება კონტექსტიდან ამოგლიჯო ფრაზა: შინაგან საქმეთა მინისტრი დავაძინოთ ან უბნები დავარბიოთ. საქმეში დევს სრული ჩანაწერი, რომლის გამოქვეყნების და დაცის მხარისთვის გადაცემის ვალდებულება მათ ექნებათ და საზოგადოებას ექნება საშუალება, გადაწყვიტოს, იყო კონტქსტიდან ამოგლეჯილი თუ არა", - აღნიშნა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც კოდუა დაბრუნდა ლონდონიდან, შედგა შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან და მინისტრმა მას უთხრა, რომ საფრთხე ემუქრება ორ ადამიანს – გოგა ხაინდრავას და გიორგი თარგამაძეს. "მას არ უთქვამს საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და არც მე მიკითხავს.. მთხოვა, რომ მე დამერეკა თარგამაძისთვის და თავად გააფრთხილებდა ხაინდრავას. ამ ამბავს თარგამაძე ჰყვება რამდენიმე წელია და როგორც ვიცი, სხვა წყაროებით, ხაინდრავასაც შეუთვალეს და ისიც დაადასტურებს, მასაც აქვს ნათქვამი საინფორმაციო საშუალებებისთვის. თარგამაძემ მთავრობის დაცვაზე უარი თქვა, თუმცა აიყვანა თავისი მეგობარი ამ ფუნქციისთვის. ხაინდრავას შემთხვევაზე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, მასაც შესთავაზებდნენ", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის ჩაწერილი საუბრის ის ნაწილი, სადაც პატარკაციშვილი მკვლელობას უკვეთავს, უტიაშვილი განმარტავს, რომ ხმის ჩამწერი, რომელიც კოდუას ფეხსაცმელში ჰქონდა დამონტაჟებული, ჩაიწერდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხი მიწაზე არ ედგა, ანუ თუ იჯდა და ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული. ამიტომ აივანზე გასვლის შემდეგ ჩანაწერი გაკეთებული არ არის.
"ეს მთელ ამ სქემაში მესამეხარისხოვანი ნაწილია, სისხლის სამართლის საქმეში არც იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ადამიანის ლიკვიდაციას ეხება, თუმცა არსებული ჩანაწერიც ნათელ წარმოდგენას ქმნის, რასთან გვქონდა საქმე", - დასძინა უტიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია